"ქართული ოცნება" მონაცემთა ბაზას ქმნის
“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით კი, შეიქმნება მონაცემთა ბაზა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში და ადამიანებზე მიმდინარეობს ზეწოლა. მონაცემთა ბაზას, “ქართული ოცნება” პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, შექმნის, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობასა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებშია ჩართული.
