"ბორუსია" ჩემპიონთა ლიგის ფინალშია
უეფას ჩემპიონთა ლიგის ერთი ფინალისტი ცნობილია. დორტმუნდის “ბორუსიამ” გუშინ სტუმრად “პარი სენ ჟერმენი” 1-0 დაამარცხა, მეტოქეს ორი მატჩის ჯამში 2-0 აჯობა და გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვა. ფინალში დორტმუნდელების მეტოქე “რეალი”-“ბაიერნის” ნახევარფინალურ შეხვედრაში გამარჯვებული იქნება, რომელიც დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
