სადამკვირვებლო მისია სამხარაძის ხელმძღვანელობით
ჩრდილოეთ მაკედონიაში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება. ეუთოს, ევროპის საბჭოს და ევროპარლამენტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩრდილოეთ მაკედონიაში აპრილში ჩატარდა და დღეს მეორე ტურია. ნიკოლოზ სამხარაძე, ხვალ მისიის სახელით პრესკონფერენციას გამართავს და არჩევნებს შეაჯამებს.
