რუსეთის მუქარა
რუსეთი დასავლეთს ემუქრება და ტაქტიკური ბირთვული იარაღის მზადყოფნის შემოწმებას იწყებს. კრემლში განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირდება, რაც ჯარების უკრაინაში შესაძლო გაგზავნას გულისხმობს. თუმცა რუსეთის ოფიციალური პირების მუქარას დასავლეთი სკეპტიკურად აფასებს. მიუხედავად ამისა ევროპელი ლიდერები ევროკავშირის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.
