ევროპელი დიპლომატები პუტინის ინაუგურაციაზე
ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები პუტინის ინაუგურაციაზე - ცერემონიას კრემლში საფრანგეთის, საბერძნეთის, კვიპროსის, მალტის, უნგრეთისა და სლოვაკეთის დიპლომატები დაესწრნენ. ამის გამო ევროკომისიის პრესსპიკერს, პიტერ სტანოს განმარტებების გაკეთება მოუხდა. მისი თქმით, ევროკავშირის დიპლომატებმა ბრიუსელისგან მიიღეს რეკომენდაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიაზე ევროკავშირი, როგორც ინსტიტუტი, წარმოდგენილი არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ცალკეული სახელმწიფოების გადაწყვეტილება, თავად ამ სახელმწიფოების მთავრობებმა უნდა განმარტონ.
