მთავრობის განკარგულება
ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით 2 000 ლარს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები კი 1 000 ლარს მიიღებენ. გადაწყვეტილება მთავრობამ მიღო. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. ერთჯერად ფულად დახმარებას ქვეყნის მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მიწოდებული სიის საფუძველზე გასცემს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში რეგისტრირებული ვეტერანებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით, შესაბამისი სახსრების გამოყოფა, მთავრობის განკარგულებით, თბილისის მერიას ეთხოვა.
