სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
2019 წლის ივნისის მოვლენებისას დაზარალებულთა სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და აქციების დროს დაზარალებული მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დააკისრა. თუმცა ევროპულმა სასამართლომ თავი შეიკავა გადაწყვეტილება მიეღო იმ მუხლებზე, რომლებიც, აზრის გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების შესაძლო დარღვევას ეხებოდა. სასამართლომ ასევე თქვა, რომ საქმეზე ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლების დარღვევის გამოკვლევის საჭიროება არ დგას.
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
