რადიკალური ოპოზიციის აქცია კახეთში
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თელავის ცენტრშიც შეიკრიბნენ. აქცია ერეკლე მეფის ძეგლთან 18:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილი კანონპროექტის გაწვევაა. აქციაზე გაისმა მოთხოვნა მთავრობის გადადგომის შესახებაც. გამომსვლელებს შორის იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, საკრებულოს დეპუტატები და მათი მხარდამჭერები. აქციაზე თბილისიდან ჩასული ახალგაზრდებიც იმყოფებოდნენ. მოგვიანებით აქციის მონაწილეები მსვლელობით საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალისკენ გაემართნენ. დემონსტრანტების ნაწილი ტელეკომპანია იმედთან კომენტარზე უარს ამბობს.
