მოსასმენი მოწყობილობა პოლონეთის მთავრობის სხდომის დარბაზში
პოლონეთში მთავრობის სხდომის ჩასატარებელ დარბაზში მოსასმენ მოწყობილობას მიაგნეს. ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, მოსასმენი მოწყობილობა ქალაქ კატოვიცეში მდებარე შენობის იმ დარბაზში აღმოაჩინეს, სადაც მთავრობის გასვლითი სხდომა უნდა ჩატარებულიყო. პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მოწყობილობა შენობიდან გაიტანეს და მთავრობის სხდომა დათქმულ დროს გაიმართება.
