დაშლილი აქცია და დაკავებული სტუდენტები ამსტერდამში
ნიდერლანდებში, ამსტერდამის უნივერსიტეტში პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაცია სტუდენტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებით დასრულდა. პოლიციამ ახალგაზრდების მიერ აღმართული ბარიკადები და კარვები ბულდოზერის საშუალებით დაშალა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ქვებს ესროდნენ. არეულობის დროს პოლიციამ 125 ახალგაზრდა დააკავა. როგორც ქალაქის პოლიციამ განმარტა, მათი თანამშრომლები ადგილზე უნივერსიტეტის დირექციისა და ამსტერდამის მერის მოთხოვნის საფუძველზე მივიდნენ.
