აშშ-ი რუსეთის ბირთვულ მუქარას ეხმაურება
თეთრი სახლი რუსეთის ბირთვულ მუქარას გამოეხმაურა. ეროვნული უსაფრთხოებისა და კოორდინაციის საკითხებში ბაიდენის ადმინისტრაციის მრჩეველმა ჯონ კირბიმ მედიას განუცხადა, რომ აგრესიული რიტორიკის მიუხედავად, ვაშინგტონში ვერ ხედავენ რუსეთის მზადყოფნას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი. კირბის თქმით, თუ პუტინს სურს არმია დასავლეთში დამზადებული იარაღისგან დაიცვას, უკრაინიდან ჯარები უნდა გაიყვანოს.
