მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე
ისრაელ-ჰამასს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში უახლოეს საათებში კაიროს ისრაელის დიპლომატების ჯგუფი ესტუმრება. „როიტერის“ მიერ მოპოვებული ცნობით, დელეგაცია ეცდება ჰამასის წარმომადგენლები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უკანასკნელი შეთავაზების შეცვლაში დაარწმუნოს. გუშინ ჰამასმა განაცხადა, რომ ეგვიპტის შუამავლობით შედგენილ დოკუმენტს დათანხმდებოდა. თუმცა შეთანხმება ისრაელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. დოკუმენტის დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა ცნობილია, რომ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ჰამასი ღაზის სექტორიდან ისრაელის არმიის სრულად გაყვანას ითხოვს. ისრაელისთვის კი ეს პირობები მიუღებელია.
