ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების კურსი თელავში
თელავში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების უფასო მოკლევადიანი კურსის პრეზენტაცია გაიმართა. „დე“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად, მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. კურსის ფარგლებში ისინი შეისწავლიან პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარების საფუძვლებს და მიიღებენ შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს. პროგრამა „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს დახმარებითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
