თოვლი და შეზღუდვა გზებზე
უხვი ნალექია გუდაურში, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე შექმნილია ზვავსაშიშროების საფრთხე. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი მძიმე ტექნიკა. უხვი ნალექი მოვიდა ყაზბეგშიც, რის გამოც გადაადგილების პრობლემა შეიქმნა.
