უხვი ნალექი თბილისში
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თბილისის რამდენიმე უბანში. ძლიერი წვიმის შედეგად, ყიფშიძის ოთხ ნომერში ფერდი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად დაზიანებულია გზის სავალი ნაწილის გარკვეული მონაკვეთი, რომელიც რამდენიმე ავტოფარეხს ესაზღვრება. უსაფრთხოების მიზნით გადაკეტილია მიმდებარე ტერიტორია. მას შემდეგ, რაც ექსპერტების დასკვნა გახდება ცნობილი, საპროექტო სამუშაოები დაიწყება და საპრევენციო ღონისძიებები გატარდება.
