სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე მოქალაქეების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდა დააკისრა. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს გამართული აქციების დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის პროცედურული ნაწილი დაირღვა. 22 ადამიანის უფლებას სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მოყვა პოლიტიკური შეფასებები.
