მიმართვა ჯოზეფ ბორელს
ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს. წერილის ავტორები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებენ. მმართველ გუნდში კონკრეტული ევროპარლამენტარების ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ. მათი თქმით საქართველოს არჩევანი ევროპაა და ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე სვლას გააგრძელებს.
