პასუხი შვედ მინისტრს
გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით ხელისუფლებას შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის და საგარეო ვაჭრობის მინისტრი აკრიტიკებს. მისი თქმით კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებს ზღუდავს. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარისთვის გაურკვეველია რატომ უნდა ჰქონდეს შვედეთს იმ თანხების გამჭვირვალობაზე პრობლემა, რომელიც საქართველოში მათივე ქვეყნიდან ირიცხება.
