გზავნილები სოციალურ ქსელში
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი სოციალურ ქსელში ქარდს აქვეყნებს, წარწერით: „არა რუსულ კანონს! კი - ევროპას! კი - გამჭვირვალობას! „მოდით, ამაზე მყარად შევთანხმდეთ“,- წერს მამუკა მდინარაძე. იგივე შინაარსის გზავნილი გაავრცელა სოციალურ ქსელში თბილისის მერმაც წარწერით -„კი ქართულ კანონს“. ამ გზავნილებს სოციალურ ქსელში მორიგი კამპანია მოყვა. ხელისუფლების ოპონენტებმა ამჯერად რუსული კვალი ქარდის ფერებში დაინახეს.
