გამჭვირვალობა ამერიკულ კანონმდებლობაში
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებას ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ „სწორედ ამგვარი ზედაპირულობა და სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში“. მისივე თქმით, ქართული კანონი ამერიკულთან ახლოსაც ვერ მივა რეგულაციების სიმკაცრით. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებას ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეც.
