კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ
გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე პარლამენტი მესამე მოსმენით მომავალ კვირაში იმსჯელებს. ორი მოსმენით მიღებული დოკუმენტი პოლიტიკურ ძალებს შორის ამ დრომდე სადავოა. ოპოზიცია შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევაში ხედვას და იმ საფრთხეზე მიანიშნებს, რომელიც შესაძლოა ქვეყნის ევროპულ მომავალს შეექმნას. ოპოზიციისგან განსხვავებით, კანონის მიღებაში საფრთხეს ვერ ხედავს მმართველი პარტია და კვლავ უცხოური ფინანსების გამჭვირვალობაზე აკეთებს აქცენტს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
