მადონას ქველმოქმედება კოპაკაბანაზე
რიოში მადონას გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, რომელსაც უპრეცედენტო რაოდენობის მსმენელი, მილიონ 600-ი ათასი ადამიანი უსასყიდლოდ დაესწრო. ორსაათიან შოუზე მომღერალმა სხვადასხვა დროის ცნობილი ჰიტები შეასრულა. კოპა-კაბანას სანაპიროს დროებით საცეკვაო სივრცედ გარდასაქმნელად, ქალაქის ხელისუფლებამ 4 მილიონ დოლარამდე დახარჯა. რიოს კონცერტით, მადონას მსოფლიო ტურნე დასრულდა.