გიორგობის დღესასწაული
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. ტაძრებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინა. ქაშუეთის ტაძარში, საღმრთო ლიტურგია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ჩაატარა. საქართველოში გიორგობას ორჯერ აღნიშნავენ. 6 მაისი დიდმოწამე გიორგის აღსრულების, ხოლო 23 ნოემბერი მისი ბორბალზე წამების დღეა.
