ნიკოლოზ სამხარაძე - სადამკვირვებლო მისია
ნიკოლოზ სამხარაძე ჩრდილო მაკედონიის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ოდირის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის სპეციალურ კოორდინატორად დაინიშნა. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, იან ბორგს წარუდგინა. არჩევნები ჩრდილო მაკედონიაში 2024 წლის 8 მაისს გაიმართება.
