ყირიმში რუსული ჩქაროსნული ნავი გაანადგურეს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ცნობით, ყირიმის ტერიტორიაზე რუსული ჩქაროსნული ნავი გაანადგურეს. სადაზვერვო სამმართველომ ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა ტელეგრამ არხზე გაავრცელა. ოპერაციის ჩატარების თარიღი უცნობია. როგორც უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს განცხადებაშია აღნიშნული, უკაინული თავდასხმების გამო რუსეთს შავი ზღვის ფლოტის დიდი ხომალდები ნახევარკულძულიდან შედარებით მოშორებით ჰყავს განლავებული. ამიტომ საბრძოლო მოქმედებები სწორედ მსგავსი ტიპის ჩქაროსნული ნავებით სრულდება.