რუსეთის სამხედრო წვრთნა
დასავლელი ლიდერების მიერ უკრაინაში ნატოს ჯარების შესაძლო გაგზავნაზე გაკეთებულ განცხადებებს მოსკოვი ახალი დონის ესკალაციას უწოდებს. კრემლის პრესმდივნის განცხადებით, რუსეთი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების სამხედრო წვრთნებს, სწორედ ამ განცხადებების საპასუხოდ იწყებს. არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის სამხედრო პერსონალისა და აღჭურვილობის მზადყოფნის შენარჩუნების მიზნით, სამხედრო სწავლების ჩატარების ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა გასცა.
