ჩინეთის პრეზიდენტის შეხვედრები პარიზში
ჩინეთის ლიდერი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტსა და ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა. სამმხრივი მოლაპარაკებები ორ ძირითად საკითხს დაეთმო, ესენია ჩინეთსა და ევროკავშირს შორის დაძაბული სავაჭრო ურთიერთობები და ომი უკრაინაში. ემანუილ მაკრონმა სი ძინ პინს უთხრა, რომ ევროკავშირი მზად არის ჩინეთთან თანასწორუფლებიანი ვაჭრობა განავითაროს, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი ჩინეთის ლიდერს შეახსენა რომ მსოფლიოში უსაფრთხოება ჩინეთისა და ევროკავშირის საერთო ინტერესებში შედის. სამხრივი შეხვედრის შემდეგ სი ძინ პინსა და ემანუელ მაკრონს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. ფრანგული მედია წერს, რომ მაკრონი ცდილობს ჩინეთის ლიდერი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაში დაარწმუნოს.
