JACOBIN: შეწყვიტეთ ქართველების შანტაჟი
შეწყვიტეთ ქართველების შანტაჟი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე- ვრცელ სტატიას ონლაინ გამოცემა, ჯაკობინი აქვეყნებს. სტატიაში წერია რომ ენჯეოების“ პატარა, მაგრამ მძლავრი ნაწილი, რომელთა წლიური ბიუჯეტიც უცხოელი დონორების დახმარებით, მილიონობით დოლარს აღწევს და რომელთა ნაწილიც, ახლოსაა სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, საკუთარ რესურსებს პარტიულ პოლიტიკაში ჩასართველად ღიად იყენებს. „დაახლოებით 5 წელია, ისინი უარყოფენ მთავრობის ლეგიტიმურობას და მის გადაყენებას ითხოვენ - არა მხოლოდ არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების ღია მხარდაჭერით, რაც უკვე კვეთს „ენჯეოებისთვის“ დაწესებულ წითელ ხაზებს. ეს ორგანიზაციები ასევე აგიტაციას უწევენ ხელისუფლების რევოლუციურ ცვლილებას, რაც დემოკრატიული, კონსტიტუციური პროცესების საზღვრებს სცდება“- წერს ავტორი. „ტერმინის „რუსული კანონის“ გამოყენებას კი, სტატიის ავტორი ცინიკურ მანიპულაციას უწოდებს.
