ჩინეთის პრეზიდენტი საფრანგეთში ჩავიდა
ჩინეთის ლიდერი საფრანგეთშია. ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში სი ძინ პინის პირველი ვიზიტია ევროპაში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაინეს ხვდება. სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ სი ძინ პინი და ემანუელ მაკრონი პირისპირ შეხვედრას გამართავენ.
