აშშ-ში სტუდენტებმა შიმშილობა დაიწყეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში პრინსტონის უნივერსიტეტში სტუდენტებმა შიმშილობა დაიწყეს. პალესტინის მხარდამჭერი მანიფესტაციების ფარგლებში პროტესტის უკიდურეს ფორმას რამდენიმე ათეულმა ახალგაზრდამ მიმართა. აქციის მონაწილეები ითხოვენ, უნივერსიტეტი იმ კომპანიებისგან დისტანცირდეს, რომლებიც მათი თქმით, ისრაელ-ჰამასის ომისგან სარგებელს იღებენ. სტუდენტები ასევე ითხოვენ, პალესტინის მხარდამჭერი აქციების ფარგლებში, ახალგაზრდების წინააღმდეგ მიღებული სამართლებრივი და დისციპლინური ზომები გაუქმდეს.
