ისრაელი რაფაჰის სამხრეთში მყოფ პალესტინელებს, ევაკუაციისკან მოუწოდებს
ისრაელი რაფაჰის სამხრეთში მყოფ პალესტინელებს, ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასი ათასამდე მოსახლეს მოუწოდეს ხან იუნისსა და ალ მავასიში მდებარე კარვებისკენ გადაადგილდნენ. სავალდებულო ევაკუაციის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად, არმია მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ფლაერებს და სოციალურ მედიას იყენებს. რაფაჰის სამხრეთში პალესტინელების ნაწილმა ტერიტორიის დატოვება უკვე დაიწყო.
