სინოპტიკოსების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში დღესაც ნალექიანი ამინდი იქნება. მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის ხანმოკლე გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექმა, შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
