ბრაზილიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ბრაზილიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წყალდიდობას 78 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება. დატბორილია ათობით დასახლებული რაიონი. სტიქიური უბედურების ზონიდან 115 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
