ისრაელის სამართალდამცველებმა იერუსალიმში სასტუმროს ნომერი გაჩხრიკეს, სადაც ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ოფისი იყო განთავსებული
ისრაელის სამართალდამცველებმა იერუსალიმში სასტუმროს ნომერი გაჩხრიკეს, სადაც ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ოფისი იყო განთავსებული. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელის მთავრობამ ქვეყანაში „ალ-ჯაზირას“ ოპერირების დროებით აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ნეთანიაჰუს მთავრობამ განმარტა, შეზღუდვა მანამდე იქნება ძალაში, სანამ ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები არ დასრულდება, რადგანაც „ალ-ჯაზირას“მაუწყებლობა ისრაელის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. „ალ ჯაზირას“ ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ისრაელის ხელისუფლებას თავისუფალ მედიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
