მოსკოვმა 4 უკრაინელ ყოფილ მაღალჩინოსანზე ძებნა გამოაცხადა
მოსკოვმა 4 უკრაინელ ყოფილ მაღალჩინოსანზე, ძებნა გამოაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს „შავ სიაში“, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს ყოფილი მდივანი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მოხვდნენ. მანამდე რუსეთმა ძებნა გამოაცხადა უკრაინის მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებზე, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოზე.
