ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ
ლადო აფხაზავა ირწმუნება, რომ ლანჩხუთში მას თავს დაესხნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზავას შეურაცხყოფა მიაყენეს და მისი ცემა სცადეს. პედაგოგმა სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა. მეტი დეტალის გაგება "ქრონიკამ" ლადო აფხაზავასთან სცადა, თუმცა კომენტარი არ გააკეთა.