სასაფლაოების მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი, უფასოდ მოძრაობს
თბილისის მერიამ ცხრა მარშრუტი დანიშნა. ტრანსპორტი მგზავრებს საღამოს რვა საათამდე, მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანს.
