ოფიციალური მიღება
პრემიერ-მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს მასაცუგუ ასაკავას და აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის სტუმრებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტ ასაკავას და აზიის განვითარების ბანკის გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ღონისძიების საქართველოში ჩატარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელსაც თბილისი 2-5 მაისს მასპინძლობს, 68 ქვეყნის 4 000-მდე სტუმარი მონაწილეობს.
