იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი საქართველოში ჩამოიტანეს
იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი საქართველოში ტრადიციულად ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ რეისით ჩამოიტანეს. წმინდა ცეცხლი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამების საკათედრო ტაძარში მიიტანეს, სადაც სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობდა. რის შემდეგაც წმინდა ცეცხლი საქართველოს სხვადასხვა ტაძარსა და ეპარქიაში განაწილდა. მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლა წელს 15:13 საათზე მოხდა.
