რუსი პროპაგანდისტის პროვოკაციული განცხადება
რუსი პროპაგანდისტის პროვოკაციული განცხადება. სერგეი კარხუნოვი საქართველოს ხელისუფლებას სამხედრო დახმარებას სთავაზობს. ეს მიმართვა ოპოზიციის რადიკალური ფლანგისა და მათი მედიასაშუალებებისთვის კი სპეკულაციის საგანი გახდა. კარხუნოვსა და ქართულ ოპოზიციას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი გამოეხმაურა. მმართველი გუნდის წევრი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები ოპოზიციის რადიკალურ სცენარს აძლიერებს, ეს კი მისივე შეფასებით, წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილია
