კეზერაშვილი აქციებს აფინანსებს
გავრცელებული ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი მიმდინარე აქციებს სხვადასხვა გზით აფინანსებს, მსჯავრდებულმა ექს-თავდაცვის მინისტრმა თანხების ტრანსპორტირებისთვის რამდენიმე ადამიანი შეარჩია. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ამ მიზნით, კეზერაშვილთან ლარნაკაში იმყოფებოდნენ ნინო დვალი, ნინო დარასელი და ნანუკა ჟორჟოლიანი. „ქრონიკამ“ ეს ინფორმაცია მათთან გადაამოწმა, ამ თემაზე კითხვებმა ისინი გააღიზიანა, ნინო დვალმა კი ირონიული პასუხი აირჩია
