კობახიძე-მიშელის გზავნილები
ნამდვილი დიალოგის დროა - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებისთვის ეს გზავნილი გაახმოვანა. საუბარი შარლ მიშელსა და ირაკლი კობახიძეს შორის გუშინ გაიმართა. პრემიერმა განაცხადა, რომ ამ დიალოგისთვის მზაობა ხელისუფლებამ ბევრჯერ შესთავაზა დასავლელ პარტნიორებს და რომ საკითხის დეტალური განხილვა ყველა გაუგებრობას ბოლოს მოუღებდა, თუმცა ამ დრომდე შემხვედრი ნაბიჯი არ გადადგმულა. დიალოგს რომ ალტერნატივა არა აქვს, ეს მმართველი ძალის ლიდერებმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნეს, ისევე როგორც ალტერნატივა არა აქვს რევოლუციური სცენარების წახალისების დასრულებას
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
