ბულინგის კამპანია
სიძულვილის ენაზე აგებულ აგრესიულ კამპანიას, რომელიც კონკრეტული მედიასაშუალებებიდან და სოციალური ქსელებიდან მოედინება - თბილისის მერი ფეისბუქზე ეხმაურება. კახა კალაძე წერს, რომ თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია. „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა ქართველი სპორტსმენების მიმართ განხორციელებულ ბულინგზე. „არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას! საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით“ - წერს კახა კალაძე
