ხვიჩა კვარაცხელია: კი საქართველოს წინსვლას
მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები სადაც ჩემი საქართველოა! - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს“ - აღნიშნავს სპორტსმენი. აქვე, კვარაცხელია წერს, რომ არ უნდა მისი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მითუმეტეს იმ ხალხმა ვინც მის ყოველ ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა
