კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ
„რატომ არ უნდა იცოდეს ხალხმა რაში იხარჯება უცხოეთიდან შემოსული თანხები” - ამ კითხვის საპასუხოდ ოპოზიცია ნარატივს არ ცვლის. კვლავ კანონპროექტის რუსულობაზე ამახვილებენ ყურადღებას, თუმცა არგუმენტების წარმოდგენა უჭირთ. ოპონენტების საპასუხოდ, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთის ინტერესებში გამჭვირვალობა არ შედის, რადგან „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ მათი ოპონენტების რევოლუციურ გეგმებს სწორედ გამჭვირვალობა ამხელს
