კობახიძე-მიშელის საუბარი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბრისას ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები 2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაში იყვნენ აქტიურად ჩართული. - ამის შესახებ შარლ მიშელთან საუბრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ არაერთი შეთავაზების მიუხედავად, პარტნიორები თავს არიდებენ საგნობრივ დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის თაობაზე. და რომ დღემდე არ გაჟღერებულა არც ერთი არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრთან საუბარს თავის მხრივ გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც. შარლ მიშელმა დიალოგის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება
