საერთაშორისო ფორუმი თბილისში
ფრაზა „ხიდი მომავლისკენ“ საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს, ჩვენი გადაწყვეტილებებით ვქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო მომავალს შემდგომი თაობებისთვის - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, რომელსაც თბილისი მასპინძლობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანა ქმნის შესაძლებლობებს როგორც საქართველოსთვის, ასევე, სრულიად რეგიონისთვის და ამ პროცესში ამოსავალი წერტილი ყოველთვის ქართველი ხალხი და მისი კეთილდღეობაა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა, ეკონომიკური ზრდის იმპულსზე, ფისკალურ და მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე. ასევე, ქვეყნის სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებზე, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ე.წ. შუა დერეფნის ფუნქციონირებაში
