წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა - „ქრონიკა“ იერუსალიმიდან
მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარი მომლოცველებით არის სავსე. ისრაელ-„ჰამასის“ ომის გამო, უსაფრთხოების წესები წელს განსაკუთრებულად არის გამკაცრებული. ტაძარში დაიშვებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც სპეციალური საშვი აქვთ. მათ შორის არიან ქართველი მომლოცველები და ქართულად ისმის შეძახილები. ქრისტე აღდგა - ჭეშმარიტად აღდგა. მთელი მსოფლიოდან შეკრებილი მართლმადიდებლები მაცხოვრის საფლავიდან წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან. წუთი წუთზე ტაძარში, იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე მიბრძანდება, იგი განიმოსება და კვართით დაელოდება მაცხოვრის საფლავიდან წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას

სიუჟეტის ავტორი: ვარლამ წიკლაური
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები