თუშეთში სააღდგომო ნობათი ჩაიტანეს
თუშეთის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მორიგი სამოქალაქო ავიარეისი შეასრულა. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ოქტომბრის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება და გზის გახსნამდე სწორედ შსს-ს ვერტმფრენი ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, უფასო ავიარეისებს რეგულარულად ასრულებს. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეები მოინახულეს და სააღდგომო ნობათი გადასცეს
