პრემიერი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
ღონისძიებამდე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს მასაცუგუ ასაკავას შეხვდა, სადაც ბანკის წლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა აზიის განვითარების ბანკის განსაკუთრებული მხარდაჭერა ქვეყნისთვის სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების თვალსაზრისით, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ და განათლების სფეროებში როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ითქვა, რომ საქართველოსა და ADB-ის თანამშრომლობის 2024-28 წლების სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ქვეყანაში ეკონომიკურ წინსვლას და ამ კუთხით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს სტრუქტურულ რეფორმებს და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას. საუბარი შეეხო მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო როლის გაძლიერებას ისახავს მიზნად. დღეის მდგომარეობით, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში 1.9 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების 16 აქტიური საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს
